საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომ პროტესტი გრძელდება და ყველა მომდევნო გეგმა მოულოდნელი იქნება.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პროტესტი გააგრძელონ.
„არ ვიშლებით. ვდგავართ, ვავრცელებთ ჩვენს პროტესტს. ჩვენი პროტესტის მომდევნო ქმედებები პროგნოზირებადი არ იქნება, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც აქედან და იქიდან იხედებიან. დიახ, ჩვენი პროტესტი ბოლო კვირების მანძილზე, ხშირ შემთხვევაში, მათთვისაც მოულოდნელი იყო და ასე გაგრძელდება. ამიტომ, ვიფიქროთ, როგორ და რანაირად. გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი - გამარჯვება ჩვენია, ერთი წამითაც არ დაფიქრდეთ, რომ ივანიშვილი თავისას გაიტანს. თავისას გაიტანს ქართველი ხალხი! ივანიშვილის გასატანი აქ არაფერი არ არის! ქვეყანას ვერ „აგვახევს“, იქით ავახევთ ძალაუფლებას!“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.