აქციის მონაწილეების მხრიდან ფაქტობრივად ცეცხლსასროლ იარაღად გამოიყენება პიროტექნიკა, რომლითაც არაერთი პოლიციელი უმძიმესად დაშავდა - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

აქციის მონაწილეების მხრიდან ფაქტობრივად ცეცხლსასროლ იარაღად გამოიყენება პიროტექნიკა და რომლითაც არაერთი პოლიციელი უმძიმესად დაშავდა. ამ პირობებში გამორიცხული არ არის, რომ მათ შორის მათ რიგებშივე დაშავდეს ვინმე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. მან აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიან ფორმაში გამოხატვისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გულწრფელად უნდა რაიმეს გაპროტესტება, ამ ქვეყანაში დემონსტრაციების საშუალება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა დარჩეს გამოხატვის ნორმალურ ფორმებში და მშვიდობიანი მიზნები უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა წილოსანმა.