„ზეპირად, შეუძლებელია იმის თქმა, რამ გამოიწვია ეპიდაფეთქება...“ - ინფექციონისტი მშობლებს აფრთხილებს
1789764823
გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, ორი ბებო და ორი პაპა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გოგი გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემს მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას და კიდევ უფრო მეტის გულშემატკივრობას, - წერს გერმანიაში მყოფი ოპოზიციონერი აქტივისტი გიორგი ჩუბინიძე, რომელმაც მეორე აქტივისტს, ასევე გერმანიაში მყოფ ნატა ფერაძეს, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა.
კერძოდ, ჩუბინიძის უკმაყოფილება გამოიწვია გოგი გვახარიას პოსტმა ნატა ფერაძისა და მისი შვილის შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ფერაძეს "მარტო მოუხდა ეროვნულ ობსკურანტიზმთან დაპირისპირება". აქტივისტი აცხადებს, რომ "გვახარიებს, ფერაძეებს და მათ ბაბლს" არ მისცემს უფლებას, ისეთები იკადრონ, რასაც ახლა კადრულობენ.
"გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, ორი ბებო და ორი პაპა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გოგი გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემს მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას და კიდევ უფრო მეტის გულშემატკივრობას.
კაი, ვეტყვი, ახლა ჩემი ლანძღვის კონტექსტია-მეთქი, უნდა გაითვალისწინონ.
კი, ოჯახისგან შორს ვარ, მათაც ვენატრები, ოღონდ დედაჩემი ვერავის აგინებს და ცხოვრობს თავისი მშვიდი ცხოვრებით განადგურებულ ხაშურში და გულში იკლავს დარდს. არც გადაცემა ,,შვილი"-ში გადაიღებენ დედაჩემის და მამაჩემის შვილს, მე, რადგან არც მე ვარ არავინ და არც ჩემი მშობლები არიან ქართული ,,ელიტის" წარმომადგენლები, მაგრამ მათაც აქვთ გული და უყვართ თავიანთი შვილი.
არ მოგცემთ უფლებას თქვენისთანებს ასეთები იკადროთ, რასაც ახლა კადრულობთ!
გიჩივლებთ კი არა, მეტს ვიზამ იქ, სადაც კანონი კანონობს." - წერს გიორგი ჩუბინიძე Facebook-ზე.