ნია იმნაძის ადვოკატი საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
1786107413
გიორგი ბარამიძის დაუფიქრებელი და გაუაზრებელი სიტყვების გამო, მეომრები და ვეტერანები ვართ აღშფოთებული, – ამის შესახებ გენერალ-მაიოორმა, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, ანზორ მარგიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ სამხედროებს არცერთი ტყვე არ დაუხვრეტიათ.
„გიორგი ბარამიძემ ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენა მთელი საქართველოს მეომრებს. ჩვენ არცერთი ტყვე არ დაგვიხვრეტია და გიორგი ბარამიძემ, რომელსაც ფეხსაცმელებიც კი არ დაუსვრია ტალახში და აკოფში არ ყოფილა, სად ნახა ეს, სად იომა.
ჩამოდიოდა აფხაზეთში, ხან ოჩამჩირეში, ხან სოხუმში, რომ სურათები გადაეღო და გამორბოდა თბილისში, რომ დეპუტატი გამხდარიყო. დღეს კიდევ მთელი საქართველოს მეომრებს და ვეტერანებს მოგვაყენა შეურაცხყოფა, რაზეც ვითხოვთ, ან მოიხადოს ბოდიში, ანდა მაშინ დავალება აქვს რუსეთისგან და მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ეგ არის საქართველოს ღალატი და ჩვენი შეურაცხყოფა. დახვრეტით ჩვენ არავინ არ დაგვიხვრეტია, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ აფხაზებმა დახვრიტეს ჩვენი გმირები: ჟიული შარტავა, მამია ალასანია, გენო ადამია, გურამ გაბისკირია და ბევრი მათგანი. ჩვენ არავინ დაგვიხვრეტია, ხვრეტდნენ აფხაზები და ჩეჩნები, ბატონი გია ბარამიძე მაგათ წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხადა მარგიანმა.