21 ივნისი - ყველაზე გრძელი დღის მაგია - დაემშვიდობეთ ყველას და ყველაფერს, რაც აღარ გჭირდებათ
1750482000
პარლამენტში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობს გრძელდება. ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ცვლილებებზე პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე უკვე იმსჯელეს.
კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ. მათთვის სასჯელი 12 წლიდან იწყება და უვადო პატიმრობამდე მიდის.
დოკუმენტის მიხედვით, რეალიზატორებს ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც სწორედ ნარკოტიკების გაყიდვით დააგროვეს. ცვლილებები მკაცრად მიჯნავს მომხმარებლებს და რეალიზატორებს.