„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. 2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“. დიპლომატიურ ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე ასევე კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებზე იმსჯელებენ.
ფორუმი დღეს გაიხსნება და 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.