სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობა და ისაუბრეს ამ მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
შეხვედრისას ანრი ოხანაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.