ანრი ოხანაშვილი პარლამენტში არშესვლის ოპოზიციის განცხადებაზე: პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დაწერეს განცხადებები, რაზეც, ვიდრე არ შეიკრიბება, პარლამენტი იურიდიულად ვერ იმსჯელებს

ქართული ოცნება

ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის განცხადებას პარლამენტში არშესვლის შესახებ.

„ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დაწერეს განცხადებები, რაზეც, ვიდრე არ შეიკრიბება, პარლამენტი იურიდიულად ვერ იმსჯელებს, არ იქნება უფლებამოსილი, იმსჯელოს. მხოლოდ უფლებამოსილების შეძენის შემდგომ პარლამენტისათვის მიმართული განცხადებები გახდება იურიდიულად მსჯელობის საგანი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.