ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„„ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“, გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება, რეჟიმს პირი მობანონ და ე.წ. პარლამენტში შევიდნენ. ზუსტად ისე უნდა ჩაირეცხონ, როგორც „ქოცები“ და ზუსტად ისე უნდა იყვნენ აღქმული, როგორც „ქოცები“. ხელფასს დახამებული მონები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ე.წ. პარლამენტში შესვლა გადაარჩენთ და ბიძინას სისტემური ოპოზიციის როლს მოირგებენ. რეალურად ძალიან კარგია ეს პროცესი. ყველა ნაძირალას სახეს ახევს“, – წერს ანი წითლიძე.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.