ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
"ამნესთი ინთერნეიშენალისა" და "ჰუმან რაით ვოჩის" ანგარიშები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ანგარიშებში ნათქვამია, რომ საქართველოში აქციებზე ადგილი ჰქონდა ძალადობას და ღია რეპრესიებს, რაც, მათივე შეფასებით, წამებას უტოლდება.
მმართველ გუნდში ამ ანგარიშებს არადამაჯერებელს და მიკერძოებულს უწოდებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს ორგანიზაციები ტერმინ "წამებას" იყენებდნენ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი "ვივამედში" სიკვდილის პირას იყო და საზღვარგარეთ მკურნალობაზე უარსა და წამებას შორის ტოლობის ნიშანს სვამდნენ.
"ანგარიში არ არის ობიექტური და არ არის დაბალანსებული. ერთი რომ, გადაცდომები ნამდვილად მოხდა - ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ეს გადაცდომები არის არაფერი, მეათასედიც არ არის, მემილიონედიც არ არის იმისა, რასაც ჰქვია ნამდვილი წამება, როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციებს ხმა არ ამოუღიათ იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც სააკაშვილის დროს ტარდებოდა, სისასტიკის მწვერვალი იყო ნაჩვენები, როდესაც ადამიანებს გამიზნულად ხოცავდნენ ქუჩაში.
როდესაც ეს ორმაგი სტანდარტი შენს თვალწინ, ამ მოხსენებაში გადაიშლება, რასაკვირველია, აქ უნდა დაასკვნა, რომ ასეთი სახის მოხსენებები არის უსამართლო და კონკრეტული პოლიტიკური მიზნისკენ ორიენტირებული. მითუმეტეს, საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს, თურმე, მოვლა-პატრონობა აკლია და მისი მდგომარეობა ლამის წამებასთან არის დაახლოებული", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ.