თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ მას დანაპირების საქმით გამაგრება შეუძლია.
„საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა ამ მშენებლობას დაიწყებს წელს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეს არის მეგა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და თავიდან ბოლომდე ჯდება იმ ეკონომიკურ ხედვაში, რომელიც მთავრობას გააჩნია და რა თქმა უნდა, ახალ სიცოცხლეს შესძენს სამეგრელოს რეგიონს და კონკრეტულად ზუგდიდს. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ამ გადაწყვეტილებას და ხაზი გაუსვა იმას, რომ ანაკლიის პორტი არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომლის ირგვლივაც ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ყველა ამ სპეკულაციას ბოლო ეღება იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მთავრობამ მიიღო. აქვე აღვნიშნავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ მას დანაპირების საქმით გამაგრება შეუძლია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.