ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker: საქართველო მზადაა, შეიძინოს მეტი ამერიკული იარაღი და აღადგინოს პარტნიორობა აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე

აშშ დროშა

საქართველო მზადაა, შეიძინოს მეტი ამერიკული იარაღი და აღადგინოს პარტნიორობა აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე,- წერს ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი ფუნდამენტურად ეთანხმება ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, როდესაც ის მოუწოდებს ევროპელ ლიბერალებს, შეწყვიტონ ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების არჩევნებში.

„საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი განიცადოს და იბრძვის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის როგორც მეზობლებთან, ასევე დასავლელ პარტნიორებთან. საქართველოს მთავრობა მიესალმა აშშ-ის საგარეო დახმარების პოლიტიკის ღრმა ცვლილებას და USAID-ის შეჩერებას. თბილისი ფუნდამენტურად ეთანხმება ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, როდესაც ის მოუწოდებს ევროპელ ლიბერალებს, შეწყვიტონ ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების არჩევნებში. საქართველო მზადაა, შეიძინოს მეტი ამერიკული იარაღი და აღადგინოს პარტნიორობა აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. დროა ჩავერთოთ გეოპოლიტიკაში ისე, როგორც ეს არის გამიზნული - არა ლიბერალური დემოკრატიის ექსპორტითა და არჩევნებში ჩარევით, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზომებით და ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობით“, -აღნიშნულია სტატიაში.