„მანქანა 17 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს...“ - მეტეხის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
1741118900
არ შეგეშალოთ - საქართველო არ არის პრორუსული ქვეყანა. თბილისს არც კი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან,- წერს ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, ამიტომ სანქციებს მისი ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები ექნებოდა
„რატომ გამოარჩიეს საქართველოს მთავრობა? პირველ რიგში იმიტომ, რომ მან უარი თქვა ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიერთებოდა, რის გამოც მას „პუტინისტური რეჟიმის“ იარლიყი მიაწებეს. არ შეგეშალოთ - საქართველო არ არის პრორუსული ქვეყანა. თბილისს არც კი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებული აქვს და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა. თუმცა, ისინი მეზობელი ქვეყნები არიან, რომლებსაც ღრმა ეკონომიკური კავშირები აქვთ. რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, ამიტომ სანქციებს მისი ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები ექნებოდა“, - ნათქვამია სტატიაში.