ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საკითხი გვერდით არ იქნება გადადებული და უახლოეს პერიოდში გავარკვევთ, როგორი დამოკიდებულება იქნება, თუმცა ვფიქრობ, ის მთავარი საკითხები, რაც ეხება კანონის უზენაესობას, თავისუფალ სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს, დემოკრატიის კონსოლიდაციას, ყოველთვის იქნება დღის წესრიგში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ძალიან კონკრეტულ პრინციპებს და ეს განსაზღვრული იყო წლების განმავლობაში.
„უპირობო არაფერი არ არის. ჩვენ მოქმედებაშიც ვნახეთ ის უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულება, რაც აშშ-ის სენატსა და კონგრესში იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც არაერთი განცხადება მოვისმინეთ ამ ბოლო პერიოდში. როგორი იქნება რეაგირება და დამოკიდებულება, ამას განსაზღვრავს ახალი ადმინისტრაცია. დღეს ეს არ არის საბოლოოდ ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული. იმედი მაქვს, რომ ეს დანიშვნები დასრულდება. ახლა შტატები დაკავებულია უკრაინის რუსეთთან მოლაპარაკებებით, ომის დასრულებით და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საკითხი გვერდით არ იქნება არანაირად გადადებული და უახლოეს პერიოდში გავარკვევთ, როგორი დამოკიდებულება იქნება, თუმცა ვფიქრობ, ის მთავარი საკითხები, რაც ეხება კანონის უზენაესობას, თავისუფალ სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს, დემოკრატიის კონსოლიდაციას, ყოველთვის იქნება დღის წესრიგში“, – განაცხადა წერეთელმა.