„ამ მედია გამომცემლობების სახელები FARA-ს დოკუმენტებში ფიგურირებს და პირდაპირ დაკავშირებულია „ნაცმოძრაობის“ მიერ გადახდილ მილიონ ლართან“ - პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიებს აქვეყნებს

ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს წინააღმდეგ უცხოური მედიის სტატიების სათაურებს აქვეყნებს. ნინო წილოსანი წერს, რომ გამომცემლობები „ფარას“ დოკუმენტებში ფიგურირებენ და ისინი დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„აქ რამდენიმე სტატიის სათაურია იმ მედია გამომცემლობების, რომელთა სახელებიც FARA-ს დოკუმენტებში ფიგურირებს და პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ გადახდილ მილიონ ლართან. აბა თუ მიხვდებით, ობიექტურ მოცემულობას აღწერენ ისინი, თუ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს იმეორებენ?! რა თქმა უნდა, პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას ახმოვანებენ და ეს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაა“, - წერს წილოსანი.