ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა ტიპის ტექნიკურ მისიასთან გვაქვს საქმე, უცნობია მათი მანდატი, შესწავლის ობიექტი, წინსწრებით რაიმე შეფასების გაკეთება არ იქნება სწორი - გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნებისმიერ ეტაპზე ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და ზუსტად ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მათ ჰქონდათ ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო ყოველთვის უწყობდა ხელს ინკლუზიურ პროცესს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა ტიპის ტექნიკურ მისიასთან გვაქვს საქმე, უცნობია მათი მანდატი, მათი შესწავლის ობიექტი და ა.შ. ამ ეტაპზე მოკლებული ვარ შესაძლებლობას დავადასტურო, ან უარვყო. ჩვენ ყველა კანონისმიერ ფარგლებში, ეს იქნება ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორც აქამდე, ასევე გავაგრძელებთ, რათა ყველა ჩართულ მხარეს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სადაც კი შეიძლება, რომ ასეთი ტიპის ობიექტურობის წინაპირობა შეიქმნას, ჩვენ ვიქნებით ჩართულები. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა იქნება მანდატი, რას მოიცავს ეს ყველაფერი და ა.შ. ბუნებრივია წინსწრებით რაიმე ტიპის შეფასების გაკეთება არ იქნება სწორი“, – განაცხადა კალანდარიშვილი.