1735251690
ამ დღეებში აქციებზე ვისაც ვხედავთ, ამ ხალხმა საკუთარ რჩეულებს უნდა მიმართოს და უთხრას, რომ ის მანდატები, რომელიც მიანიჭეს, მიიღონ. „ქართულ ოცნებასთან“ მათ არაფერი ამ მხრივ სასაუბრო არ აქვთ - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ გვქონდა არჩევნები, სადაც მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. ქართველმა ხალხმა გადაანაწილა პოლიტიკური წონა. ყველამ ნება უნდა იბოძოს და დაემორჩილოს ქართველი ხალხის არჩევანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმ ხალხმა, რომელიც აქციებზე დგას, უნდა მოუწოდოს ოპოზიციურ პარტიებს, რომ მანდატები მიიღონ, რადგან სწორედ ამ ხალხმა მისცა მათ ხმა.
„ამ დღეებში აქციებზე ვისაც ვხედავთ, მათ საკუთარ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს უნდა მოუწოდონ, რომ მიიღონ პოლიტიკური მანდატი, რომელიც მათ მისცეს. „ქართულ ოცნებასთან“ მათ არაფერი ამ მხრივ სასაუბრო არ აქვთ. საკუთარ რჩეულებს უნდა მიმართონ და უთხრან, რომ ის მანდატი, რომელიც მიანიჭეს, განახორციელონ. ის, რომ თუ ვინმე იმედგაცრუებულია, რომ მისი რჩეული პარტია დამარცხდა, რას ვიზამთ, დემოკრატია ასეთია და ეს უნდა მიიღონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.