გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
,,ქართული ოცნების" წევრები 4 ოქტომბერს გარე ძალების მიერ მხარდაჭერილ ძალადობაზე საუბრობენ. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო აქტორების მხრიდან თბილისში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები განსაკუთრებით არასამართლიანია და მიიჩნევს, რომ გარე ძალებს ქართველი ხალხის სურვილები არ ადარდებთ.
"ამ დასავლელ აქტორებს არასდროს არ ჰქონიათ საქართველოში ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ პატივისცემა. ქართველი ხალხის ყოველ ჯერზე გაკეთებული არჩევანი მათ გულზე ეკალივით ესობოდათ და ახლა, მათი ნაგულშემატკივარი, ჩავარდნილი ამბოხი, მათ ძალიან სწყინთ და ისე, როგორც ყოველთვის, ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი დაადანაშაულონ და არ დაიცვან ერთი წამითაც კი არცერთი ევროპული ღირებულება," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.