კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება
1702327036
ეს არიან დესტრუქციული, ანტისისტემური და ანტიდემოკრატიული პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიას, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვას ოპოზიციის საბოლოო მიზნებთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, არჩევნებმა აჩვენა არასამთავრობო სექტორის ნაწილის არადემოკრატიულობაც.
„როცა ვსაუბრობდით „ნაცმოძრაობაზე“ და მის სატელიტურ პარტიებზე, ზუსტად ეს მოგვყავს არგუმენტად. ეს არის არადემოკრატიული პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ ხალხის საარჩევნო უფლებას და ამბობენ, რომ მათი ე.წ. ელიტური ჯგუფები უნდა მართავდნენ ქვეყანას და უნდა ჰქონდათ გარკვეული ელიტური მმართველობა, როდესაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი ისე, რომ არ აქვთ დემოკრატიული მანდატი ხელმძღვანელობს ქვეყანას.
თუმცა, ამ არჩევნებმა კიდევ ერთი უარესი რამ გვაჩვენა. აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გვყავს ასევე ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები. ვხედავთ ახლა იმ რამდენიმე მილიონერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულები იყვნენ საარჩევნო კამპანიაში (ეს აღიარა ანტიკორუფციულმა ბიურომ და დაადასტურა ქართულმა სასამართლომ) და ახლა ვხედავთ, რომ პირადად ამ ენჯეოებმაც წააგეს არჩევნები და ახლა ცდილობენ ხმის უფლება წაართვან ქართველ ხალხს და თავს მოახვიონ საკუთარი მმართველობა“, - აცხადებს პაპუაშვილი.