ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790950511
როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?! - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა მას IRI-ისა და „ევრო ბარომეტრის“ კვლევებზე, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს და რაზე მიუთითებს.
„ეს ორი კვლევა სრულიად ემთხვევა. ამ კვლევების გარდა, ყველაზე უტყუარი არის არჩევნები. თუ ყველა არჩევნებს გადავხედავთ, შედეგები ზუსტად იმ ხაზს იმეორებს, რომელსაც თუნდაც ეს კვლევები. მე პირადად დიდი ეჭვი მაქვს, რომ 16%, რომელიც მთლიანად ოპოზიციას აქვს ჯამურად, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?! თანაც ამ კვლევებზე მათ [ოპოზიციას] რაიმე საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.