ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ახალციხეში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ
1734938504
ალექსანდრე წულაძემ ძალიან კარგად იცის სისტემა, დარგი და შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ალექსანდრე წულაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის რანგში რამდენიმე კვირის წინ შეუდგა მოვალეობის შესრულებას, თუმცა მისთვის ახალი არ იყო განათლების სამინისტრო.
„უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, სხვადასხვა თანამდებობას განათლების სამინისტროში. მან ძალიან კარგად იცის სისტემა, დარგი და შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.