გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია განათლების მინისტრის გივი მიქანაძის მიერ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არჩეულში შეძენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, თითქოს და კონკრეტული მიწის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, რაც აბსოლუტური ტყუილი და სისულელეა, - ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე 90-იანი წლების შემდეგ არა თუ საბავშვო ბაღი, არამედ ამ ტერიტორიაზე არავითარი შენობა-ნააგებობა არ იყო განთავსებული.
"რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ამ სოფელში გასულ წელს აშენდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი. მანამდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ახალი ბაღის მშენებლობა. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის შეძენის სისწორეს, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროცედურებისა და კანონმდებლობის სრული წესების დაცვით არის შეძენილი, შეუძლია ნებისმიერ მსურველს, დაინტერესებულ პირს, მიმართოს საჯარო რეესტრის ვებ-გვერდს ან eAuction.ge-ს, სადაც ნახავს ამ ინფორმაციის. ეს ყველაფერი ემსახურება დეზინფორმაციას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას", - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.