გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში ის ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებას.
„სიამაყითა და კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ სომხეთსა და საქართველოს შრის დამყარებულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები ახალ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.
ეჭვგარეშეა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო გამყარდება ყველა საპარლამენტო ფორმატში.
ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ მეგობარი საქართველოს მიერ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა.
გულითადად ველი თქვენთან შეხვედრას, რომლის დროსაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება კიდევ უფრო გავამდიდროთ სომხეთისა და საქართველოს საპარლამენტშორისო დღის წესრიგი ქართველ და სომეხ ხალხს შორის საუკუნოვანი მეგობრობით გამყარებული კავშირების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია სიმონიანის წერილში.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043