საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვან მესიჯებს ველოდებით აშშ-დან - რიმა ბერაძე

რიმა ბერაძე

,,ერთად ავაშენოთ მომავალი" - ამ ეგიდით აღნიშნავს გაერო თავის 80 წლის იუბილეს. გაეროს სესიაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ღაზას სექტორში არსებული ვითარება იქნება. განიხილავენ ირანის ბირთვულ პროგრამას; დიდი ყურადღება დაეთმობა სირიის საკითხსაც.

ასამბლეის მონაწილეები იმსჯელებენ კლიმატის ცვლილებაზე, ქალთა უფლებებზე, სუდანის ჰუმანიტარული კრიზისსა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელის დაძაბული ურთიერთობების შესახებ. გაეროს მაღალი ტრიბუნიდან სახელმწიფოთა ლიდერებს მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი. გლობალური გამოწვევების გარდა, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა შეეხება: საქართველოს უსაფრთხოებას, მომავალსა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს. დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება დონალდ და მელანია ტრამპების ოფიციალურ მიღებას, რომელიც დელეგაციათა მეთაურებისთვის, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.

"საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მას ექნება გამოსვლა ოფიციალურად. ეს არის ახალ რეალობაზე მორგებული შეხვედრები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მესიჯებს ველოდებით აშშ-დან, ჩვენი მიზანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენ ვიწყებთ ახალ ურთიერთობას და მეგობრობას, ვდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც არსებობდა ტრადიციის შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ განახლებულ იქნას ეს ორი ურთიერთობა, ორი ქვეყნის, ორი ხალხის უკეთესი მომავლისთვის“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.