ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელება იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატურის დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა.

"მათი შანსი ნულის ქვემოთაა და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე. ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც დემოკრატიას ემიჯნება და მეორე ფრთა - ორი პარტია არ მონაწილეობს და ორი მონაწილეობს. ამ არჩევნებზეც კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება არავინ სახელისუფლებო რაიმე მანდატით, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, ომში შეთრევა, ნგრევა და ზოგადად, საკუთარი ხალხის დაზიანება. ასეთ ადამიანებს მანდატს როგორ მისცემენ?!" - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

"კურიერის" ინფორმაციით, "ლელო" და გახარიას პარტია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ.