„ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა,  კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს.

„თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს. მათ ეწოდებათ ლიბერალები და კარგი გაგებით, ამ სიტყვის სათანადო, კლასიკური გაგებით ლიბერალობის არაფერი ეტყობათ. ისინი კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს. ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

✕