რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელშიც მედისონი აღნიშნავს, რომ „ ALDE ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი - სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში.“
მეგრელიშვილის შეფასებით, როცა არჩევნების შედეგი მათთვის არასასურველია, დემოკრატია მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო „ღირებულებები“ ზეწოლის ინსტრუმენტი. რადგან იქ, სადაც პარტიული ინტერესი დგას ხალხის ნებაზე მაღლა, დემოკრატიაზე საუბარი მხოლოდ დეკორაციაა.
„ ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანია კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს. როცა არჩევნების შედეგი მათთვის არასასურველია, დემოკრატია მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო „ღირებულებები“ ზეწოლის ინსტრუმენტი. ამ ლოგიკით ქვეყნები აღიქმება არა როგორც სუვერენული სუბიექტები, არამედ როგორც პოლიტიკური გავლენის სივრცეები. ეს მიდგომა არ არის სამართლიანი და მით უმეტეს დემოკრატიული. რადგან იქ, სადაც პარტიული ინტერესი დგას ხალხის ნებაზე მაღლა, დემოკრატიაზე საუბარი მხოლოდ დეკორაციაა.“ - წერს მეგრელიშვილი.