ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე - ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა, სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას - ნიკა მელია

მელია

ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური - ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა საქართველოს გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს კვლავ შეხვდებიან.

„როგორი ცარიელია დილის თბილისი (არადა, როგორც წესი, საცობების დროა), თითქოს სამსახურში არავინ მიდის და სკოლაში არავის მიჰყავს ბავშვები;

ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური - ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა საქართველოს გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას.

შევხვდებით დღეს...“, - წერს ნიკა მელია.