ავარიის დროს დაშავებული 16 წლის ბიჭი, რომელიც კომაში იყო, გარდაიცვალა
1744043051
„მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ამერიკა და ძალთა ბალანსი. ეს ჩვენი სურვილიც არის - გაწონასწორებული გლობალური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მომავალს საუკეთესოდ წარმართავს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და იმ გლობალურ გამოწვევებზე აკეთებს აქცენტს, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას. როგორც ის აღნიშნავს, ტრამპის ძლიერი პოლიტიკური გუნდის მიუხედავად, მასაც უჭირს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა.
აქვე, დიმიტრი ხუნდაძე იმედოვნებს, რომ გლობალური ცვლილებები საქართველოზე უარყოფითად არ აისახება.
„გლობალური კონფლიქტების ცეცხლის ხაზი ისე ახლოს არასოდეს ყოფილა საქართველოსთან, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში. თუკი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პირდაპირი ომის საფრთხე იყო ჩვენთვის, ამერიკა-ირანისა და ჩინეთის ძალთა ჭიდილი ასევე საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.
გლობალისტები რევანშს იღებენ მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარების წინააღმდეგ. მათი ბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად იქნება კიდევ უფრო დაუნდობელი, ვიდრე აქამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს ძლიერი პოლიტიკური გუნდი ჰყავს, ვხედავთ, რომ მაინც უჭირთ მსოფლიოს ჩრდილოვანი მმართველების წინააღმდეგ ბრძოლა. ტრამპის გუნდისთვის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვინც ამ ისტორიულ ბრძოლაში მის გვერდით დადგება, თუნდაც ჩვენისთანა პატარა სახელმწიფო, რომელმაც მათზე ადრე დაიწყო ბრძოლა არადემოკრატიული ლიბერალური ძალების წინააღმდეგ.
თუკი ამერიკის ახალი ხელისუფლება წინამორბედის გზას გაჰყვება, ეს მხოლოდ მათ მოუტანს უკუსვლას და უდიდეს პრობლემებს. მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ამერიკა და ძალთა ბალანსი. ეს ჩვენი სურვილიც არის - გაწონასწორებული გლობალური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მომავალს საუკეთესოდ წარმართავს.
ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ახლა დაიწყო და კიდე კარგა ხანს გასტანს, ბევრ სიურპრიზს ჰპირდება სამყაროს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ნეგატიური პროცესები არ შეეხება“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.