„ჩემს ძვირფას ყოფილთან ბოდიში, მაგრამ...“ - ალექსანდრა პაიჭაძის გულწრფელი აღიარება
1785789185
"2008 წლის ომის მერე, როდესაც რუსეთის მხრიდან აგრესია და ოკუპაცია ეხებოდა საქართველოს, არ გვახსოვს დღევანდელი ყალბი ანტი რუსების რიტორიკა, ის, რომელიც მათ დღეს ახასიათებს - 2022 წლის მერე ისინი გახდნენ მკვეთრად ანტი რუსები, რუსოფობები და აქვთ აგრესიული რიტორიკა რუსეთის მიმართ, ხოლო, 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, პირიქით, მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, გვახსოვს, ლარსზე, საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და ეპატიჟებოდა მათ საქართველოში ჩამოსვლისთვის და ბიზნესის გახსნისთვის", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, აკაკი ალადაშვილმა, ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წელს საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში ომის შემდეგ ქართული ოპოზიციის განსხვავებული რიტორიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისინი გარე დავალების შესაბამისად მოქმედებენ და აკრძალული აქვთ საკუთარი ინიციატივით პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა.
"ეს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე: მათ აკრძალული აქვთ საკუთრი ინიციატივით გადადგან რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი, მათ უნდა შეასრულონ მხოლოდ ის, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან. 2008 წელს არ ჰქონდათ ასეთი დავალება, რომ ანტირუსული რიტორიკა ეწარმოებინათ, როდესაც მართლაც ჰქონდათ ომის შემდეგ ასეთი საფუძველი და 2022 წლის მერე, როდესაც სხვის სამშობლოში - უკრაინაში დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, მიიღეს დავალება, რომ ეწარმოებინათ ანტირუსული რიტორიკა და აწარმოებენ, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს, პრემიერ-მინისტრის წერილშიც ძალიან კარგად, ქრონოლოგიურად იყო ეს ამბავი გადმოცემული, საზოგადოებაც მარტივად გამოიტანს დასკვნას", - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას არ აინტერესებს, რა ბედი ეწევა საქართველოს, მოქმედებენ დავალების შესაბამისად და როცა საჭიროა, მაშინ მათთვის რუსული ბიზნესიც მისაღებია და რუსი ტურისტიც.
"ჰაერიდან არ გვაქვს მოტანილი, როდესაც მათ ვეძახით უსამშობლოებს - მათ არ გააჩნიათ სამშობლო, მათი ერთადერთი "სამშობლოა" ის, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან. მხოლოდ ეს არის ერთადერთი ახსნა მათი მაშინდელი და დღევანდელი რიტორიკის. მათ არ უყვართ საქართველო, არ აინტერესებთ, რა ბედი ეწევა საქართველოს და ამის ნათელი მაგალითია 2008 წლის ომი, როდესაც ამდენი ტერიტორია დავკარგეთ, ამდენი ჯარისკაცი დაგვეღუპა, ამდენი სოფელი დავკარგეთ, ამდენი იძულებით გადაადგილებული მივიღეთ. ისინი არიან როგორც ჯარში ჯარისკაცი - მხოლოდ უსიტყვოდ უნდა შეასრულონ გარედან მიღებული დავალება. როდესაც ასეთი დავალება აქვთ, მაშინ არც ფულს უდის სუნი, რუსული ბიზნესიც მისაღებია და რუსი ტურისტიც მისაღებია. მიიღეს განსხვავებული დავალება თუ არა, შეცვალეს რიტორიკა და გადავიდნენ სხვა რელსებზე, ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ღირსება, არ აქვთ სამშობლო და პრინციპები, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ", - განაცხადა ალადაშვილმა.