რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა.
ალადაშვილის თქმით, სინამდვილეში ბევრად უფრო ნაკლები აქვთ.
„ეს კვლევა თუ სურათი, რომელიც 8 ოპოზიციური სუბიექტის 16 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს, კიდევ კარგად არ ასახავს მათ მდგომარეობას. თუ რატომ, შევეცდები საზოგადოებისთვის ავხსნა. ერთი, შევეხოთ თვითონ IRI-ის. ვიტყოდი, თვითონ IRI-ის რომ ჩაუტარო საზოგადოებაში გამოკითხვა, თუ როგორი ნდობით სარგებლობს ის ქართველ ხალხში და საზოგადოებაში, მისი რეიტინგი ნულს ქვემოთ იქნებოდა. ამას თავისი გარკვეული ობიექტური მიზეზები აქვს. გვახსოვს, მათი ჩატარებული კვლევები არაერთი არჩევნების წინ. ყოველ ჯერზე მათ მიერ ჩატარებული კვლევა გაყალბებული იყო. მათი სურვილი იყო გადმოცემული მათივე კვლევაში, იმარჯვებდა რადიკალური ოპოზიცია და მარცხდებოდა „ქართული ოცნება“. შესაბამისად, რბილად რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაცია საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში არ სარგებლობს კარგი რეპუტაციით. 16 პროცენტი რაც დაუწერეს, ესეც ძალიან მაღალია. სინამდვილეში, ბევრად უფრო ნაკლები აქვთ.
რა რეიტინგზე შეიძლება საერთოდ იყოს საუბარი, როდესაც ვხედავთ რა განცხადებებს ავრცელებენ ისინი აფხაზეთთან დაკავშირებით. გვარამია მოიხსენიებს როგორც ტრავმას და უნდა მოვიშოროთ, რომ განვვითარდეთ. სააკაშვილი მათ მტრებს უწოდებს და რომ ეზიზღება ისინი. რომ ჩვენ ერთმანეთი გვეზიზღება და აზრი არ აქვს არანაირ შერიგებას, ნდობის აღდგენის პროცესს. ანუ, ისინი აფხაზეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი და აფხაზეთის მოშორება უნდათ. ეს რადიკალები გამოხატავენ უპატივცემულობას იმ გმირების მიმართ, იმ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის ომისას დაიღუპნენ.
რა რეიტინგზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ვხედავთ როგორ ლანძღავენ ერთმანეთს. რასაც ეუბნებიან ერთმანეთს, სიმართლეს ეუბნებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეუბნებიან, რომ პარტიას უღალატეს, რომ უღალატეს ერთმანეთს, რომ შავი ფული მიიღეს“, - აღნიშნა მან.
IRI-ის გამოკითხვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 პროცენტი აქვს, „ქართულ ოცნებას“ - 36. საერთო ჯამში კი, 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.