„ბევრად „მძიმე“ თვე გამოდგება...“ - რამაზ გიგაური მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს
1740601532
ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიები არ არიან, აგენტურული წარმონაქმნებია, შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხვნის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებს საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს.
„პოლიტიკური პროექტები და არა პარტიები რას იტყვიან, ეს საინტერესო არ არის, რადგან ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, მათ სრული კრახი განიცადეს, რაც დამსახურებული იყო, რადგან სინამდვილეში, აგენტურული ჯგუფი არიან და არანაირ პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენენ. ამიტომ, ამ ადამიანების გეგმების შეფასება საინტერესო არ არის, მათ საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკური პარტიები, აგენტურული წარმონაქმნები არიან. შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.