ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძიაა.
მანამდე, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ორი ე.წ. დეპუტატი – კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია დაშავდნენ. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლა, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.