აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს

გიორგი ჯინჭარაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა.

მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.