ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

რატი იოთანამიშვილი

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებსაიტებისა და აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება.

მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა სხდომის მონაწილეებს კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შესული ცვლილებები გააცნო, რომლებიც, მათ შორის, ტერმინთა განმარტებებსა და ვადებს შეეხებოდა.

„კანონპროექტთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ციფრული მმართველობის სააგენტოს როლი ფასდაუდებელი იყო კანონპროექტის დახვეწასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ტექნოლოგიური ტერმინებიდან გამომდინარე, რომელსაც სპეციფიკა ითვალისწინებს. შეხვედრები გვქონდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წარმომადგენლებთანაც. მადლობას ვუხდი მათ ამ თემით დაინტერესებისთვის. ასევე, პროაქტიული კომუნიკაცია გვქონდა სახალხო დამცველთან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.