ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ჩვენ დაგვხვდა უმძიმესი ვითარება 2012 წელს. ქვეყანაში იყო უმძიმესი ავტორიტარიზმი, ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარი, ბიუჯეტი მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი, უმუშევრობა იყო თითქმის 27%, საშუალო ხელფასი იყო 712,5 ლარი, სიღარიბე იყო 30%, 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ შეაჯამა მთლიანობაში, თუ რამხელა პროგრესი განიცადა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ და რამდენად დიდი პროგრესი შეუძლია განიცადოს შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
„არ არსებობდა არავითარი ხელშესახები ჯანდაცვის პროგრამები, მოშლილი იყო ქვეყანაში ინფრასტრუქტურა და დღეს ხედავთ, რომ გვაქვს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი. ქვეყანაში მოქმედებს დემოკრატიული სისტემა, ეკონომიკა არის 90 მლრდ ლარი, ბიუჯეტი გაიზარდა 28 მლრდ ლარამდე, უმუშევრობა შემცირდა და განახევრდა, საშუალო ხელფასი უკვე 2000 ლარს აჭარბებს, სიღარიბე არის შემცირებული 11.8% პროცენტამდე, 680 000-მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, შემოღებული იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თვისებრივად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და ყველა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ზრუნვა შემდეგი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქვეყნის განვითარების გზაზე. 40 მილიარდით ქვეყნის ეკონომიკის გაზრდა, ბუნებრივია, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე, ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები არის სიღარიბის დაძლევა და გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი. ჩვენი პროგრამის თანახმად, 4%-ს ჩამოსცდება სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში 2028 წლისთვის და შესაბამისად, თანმიმდევრულად მივდივართ ამ ეროვნული ამოცანის გადაჭრისკენ, რასაც ჰქვია საქართველოში სიღარიბის განულება, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა. მეორე უმთავრესი ეროვნული ამოცანაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია გლობალურ ტენდენციებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ ამოცანასთან ერთად, ეს ამოცანაც სათანადოდ იქნება გადაჭრილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530