ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდეა... - კანონი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა
1761082146
4 ოქტომბრის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გამოძიების კითხვებს დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა.
"ფედერალისტების" ლიდერის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, მისივე განცხადებას უკავშირდება.
ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც. სასამართლოში დღეს გამოკითხვაზე კიდევ რამდენიმე პირი იმყოფება.
მიმდინარე პროცესებს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, 4 ოქტომბერს გარკვეული პირები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ ხელისუფლების დასამხობად, არაფერი რომ არ გამოვიდა, ახლა ცდილობენ, პროცესს გაემიჯნონ.
"ოთხ ოქტომბერს, ოთხ საათზე, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ მთავრობის დასამხობად. დამხობა რომ არ გამოუვიდათ, ახლა უკვე ერთმანეთს ემიჯნებიან, ახლა მცდელობა აქვთ, რომ რამენაირად აიცილონ სასჯელი. ერთმა თქვა მეორე კაცზე, არ ვიცნობდიო - წლებია, ერთად მოდიან. მეორემ თქვა, არ ვიცოდი თუ მიტინგზე იყოო. მესამემ თქვა, ამ თემაზე რომ ვიკრიბებოდით პირველად გავიგეო. ამ თემიდან გამიჯვნა დაიწყეს.
არის შესაბამისი სტრუქტურები, რომებიც დაინტერესებულები არიან ამ თემით და დაკითხავენ ყველა მხარეს, ვის რა როლი ჰქონდა მთავრობის დამხობაში. კანონის ფარგლებში, ყველას გაეცემა პასუხი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.