26 მაისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული. მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს წინაპრებს ამ დღისთვის, ჩვენამდე დამოუკიდებლობის მოტანისთვის - ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.

„ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული. მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს წინაპრებს ამ დღისთვის, ჩვენამდე დამოუკიდებლობის მოტანისთვის. უნდა აღვნიშნოთ ყველაზე უფრო გრანდიოზულად, რაც ხდება ყოველ 26 მაისს და წელსაც - იმართება საზეიმო ღონისძიებები, თბილისში იმართება აღლუმი, სხვა ქალაქებში კონცერტები. ამ ფორმით ვუხდით ჩვენს წინაპრებს მადლობას“, - აღნიშნა დავითულიანმა.