აზერბაიჯანში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად 3 ვერსია განიხილება - ბოლო ცნობები
1735189399
"მივიღეთ შემდეგი მოცემულობა, რომ ევროკავშირის ცალკეული ჩინოვნიკების ხელში, საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის პროცედურა, რომელიც არის ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯი (არა აუცილებელი, მაგრამ მოიაზრება ასეთ ნაბიჯად), გახდა ზეწოლის და შანტაჟის მექანიზმი," - ეს განცხადება "დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, სწორედ "ევროკავშირის მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკური ეფექტის გასანეიტრალებლად" მიიღო "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე, აღარ დააყენოს დღის წესრიგში მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში, ევროკავშირის ელჩი აცხადებდა, სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ, თითქოს [ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი] რაიმე ფორმით იყო შეჩერებული. არა ჩვენ, არამედ ევროკავშირის ელჩი აცხადებდა ამ ყველაფერს.
იმისთვის რომ, განეიტრალდეს ზეწოლის და შანტაჟის პოლიტიკური ეფექტი ევროკავშირის მხრიდან და მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე - ანუ რეალურად საქმის კეთებაზე ვიყოთ ორიენტირებულები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე, ჩვენ თვითონ აღარ ვაყენებთ დღის წესრიგში მოლაპარაკების გახსნის საკითხს, გადავდივართ ასოცირების ხელშეკრულებითა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არსებული ვალდებულებების შესრულებაზე. ვაპირებთ, ვგეგმავთ და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ [ვალდებულებების] დაახლოებით, 90%-ზე მეტს 2028 წლამდე შევასრულებთ.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლამდე განეიტრალდეს ქართულ სახელმწიფოზე პოლიტიკური ზეწოლის ნეგატიური ეფექტი და გავაკეთოთ ორიენტირება უშუალოდ საქმის კეთებაზე. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შევასრულოთ ყველა ვალდებულება - ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულების პირობას ვიძლევით. 2028 წლის შემდეგ, მოხდება მოლაპარაკების გახსნის საკითხის ჩვენს მიერ განახლება. სჭირდება, დაახლოებით, 1.5 - 2 წელი სრულფასოვანი გაწევრიანების პოლიტიკურ საკითხს და 2030 წლისთვის, როდესაც ისედაც იგეგმება [ევროკავშირის] აღმოსავლეთისკენ გაფართოება, საქართველო იქნება ყველაზე უფრო მზად იმისთვის, რომ მიგვიღონ ევროკავშირში," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.