ცნობილია, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1735041597
მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში იწყება. პროექტის თანახმად, 2025 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31 მილიარდ 200 მილიონია, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს ორ მილიონზე მეტით აჭარბებს. ასევე, პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით.
მმართველი გუნდის შეფასებით, წარმოდგენილი პარამეტრები მიუთითებს, რომ ქვეყანა ეკონომიურად სწორი მიმართულებით ვითარდება და ის მოსახლეობაზეა ორიენტირებული. განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები.
"რაც არ უნდა ზრდის ინდექსები მოიტანოს "ქართულმა ოცნებამ", საბოლოო ჯამში, როცა თითოეული ადამიანი პროდუქტს ყიდულობს, ხედავს, რომ არანაირი ზრდა არ არის, თითოეული ადამიანისთვის გაძვირებულია ყოველდღიური სამომხმარებლო კალათა. შესაბამისად, ეს ზრდა არის მხოლოდ სატელევიზიო დემონსტრირებისთვის და არა რეალური სურათის შესაქმნელად," - აცხადებს "გახარია-საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.
"სახელმწიფოს მიეცა შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით და ძირითად მიმართულებებზე აქცენტირებით ბიუჯეტი შესაბამისად გაზრდილიყო. გაზრდილია განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, კერძოდ, 370 მილიონით, საიდანაც 200 მილიონია გამოყოფილი მასწავლებლების ხელფასების ზრდის მიმართულებით. ბაღის აღსაზრდელებსაც გაეზრდებათ ხელფასები, გაგრძელდება რეაბილიტაცია და მშენებლობები, როგორც ბაღების, ასევე სკოლების," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი.