2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ექვსი ადგილით დაწინაურდა

დაწინაურდა

2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო ექვსი ადგილით დაწინაურდა, 49 პოზიციაზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ინდექსის საერთაშორისო რეიტინგს ევროკომისია აქვეყნებს.

საქართველო, მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესებით, პროგრესის გლობალურ მაგალითად არის წარმოდგენილი. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსი ზომავს ერის ან რეგიონის სოციალური მდგრადობის შესაბამის დონეს. მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.