1732879075
2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება არის გამუდმებული შანტაჟის ქვეშ, არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ეს შანტაჟი შეწყდება უკრაინაში ომის დასრულებამდე - ირაკლი კობახიძე
ყველა ვხედავთ თუ რა ვითარებაა დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ჯერ კიდევ გრძელდება ის პროცესები, რომელიც დაიწყო 2022 წლის თებერვალში. მაშინ იყო ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, რასაც მოჰყვა გამუდმებული სირთულეები, პრობლემები, ქვეყნის წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟი, რაც არ გაჩერებულა დღემდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე ხელისუფლებას არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან შეწყდება შანტაჟის ენით საუბარი.
„2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება არის გამუდმებული შანტაჟის ქვეშ და ამას აქვს კავშირი კონკრეტულ ინტერესებთან. დღემდე ეს შანტაჟი არ შეწყვეტილა და ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ეს შანტაჟი შეწყდება. ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას. დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში ომი არ დასრულდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ გვექნება ოპტიმისტური მოლოდინი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ომის დასრულებამდე გაგრძელდება ეს არასწორი, ღირსების შემლახავი მიდგომა, რასაც ავლენენ კონკრეტული ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროკავშირში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი ევროპული კურსის, მაგრამ რაც შეეხება შანტაჟის ხელოვნურ ინსტრუმენტებს და ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"პრაიმ ტაიმი" გმობს კოლეგებზე ძალადობას
1732879023