ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
2022 წლის ივნისში ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს, როდესაც არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა იგივე ადამიანებმა, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ ეს ყველაფერი დააბრალეს ჩვენს ხელისუფლებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურმა 2022 წლიდან მოვლენების განვითარების ქრონოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროკავშირის გადაწყვეტილებით უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.
„ზუსტად იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ გამოვიდნენ პროტესტით ჩვენს წინააღმდეგ, ანუ ევროკავშირის გადაწყვეტილება კი არ გააპროტესტეს, რომელსაც არავითარი ახსნა და დასაბუთება არ ჰქონდა, გააპროტესტეს რაღაც ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ადამიანებისთვის თვითმიზანია პროტესტის გამოხატვა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის რაიმე გადაწყვეტილების ინიციატორი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა ხელი ჰკრა ქართველ ხალხს, ევროკავშირში ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე.
2022 წლის ივნისში ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს, როდესაც არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა იგივე ადამიანებმა, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ ეს ყველაფერი დააბრალეს ჩვენს ხელისუფლებას. ევროკავშირმა გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და ისევ ჩვენ გამოგვაცხადეს არაპროევროპულად. ამ პოლიტიკოსებმა და ბიუროკრატებმა თვითონ გამოაცხადეს საკუთარი თავი პროქართულებად, როცა ქართველ ხალხს ხელი ჰკრეს და უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე და ამასობაში ჩვენ გამოგვაცხადეს არაპროევროპულ ძალად, როცა ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ამის შემდეგ, წელიწად-ნახევარი პირდაპირი გაგებით ვეხვეწებოდით ამ ადამიანებს, რომ მოენიჭებინათ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი, არ მოგვანიჭეს, წელიწად-ნახევარი გვახვეწნინეს და არ გვანიჭებდნენ, არც დეკემბერში მოგვანიჭეს, მერე ჰქონდათ შანსი, გაზაფხულზე მოენიჭებინათ, წელიწად-ნახევარი ხელოვნურად აწვალეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ჩვენ ვიყავით არაპროევროპული და ისევ თვითონ იყვნენ პროქართულები. ასე მივედით დეკემბრამდე.
დეკემბერში გაცვდა კანდიდატის სტატუსი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა სტატუსი, მაგრამ უკვე 2024 წელს დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნით და ისევ ჩვენ ვართ არაპროევროპული. ჩვენ ვიხვეწებოდით 1 წელი, გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ გვიხსნიდნენ და ისინი იყვნენ პროქართულები, ჩვენ ვიყავით არაპროევროპულები. ეს არის პარადოქსი, ნონსენსი, რასაც თავისი ახსნა აქვს, ვიღაცას უნდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დაშანტაჟება. ეს არ არის სამართლიანი მიდგომა.
ვინ იქნება ამა თუ იმ გადაწყვეტილების ინიციატორი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ადამიანებს უნდათ რაღაცის გაპროტესტება და ყოველ ჯერზე აპროტესტებენ ხოლმე. ეს ადამიანები რესურსს აგროვებდნენ, წინასწარ გვემუქრებოდნენ, თან იგივე ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. მაიდანს ახსენებდნენ და თან გვემუქრებოდნენ. ყველაფერი მზადდებოდა, რაც მზადდებოდა 20 დღით გვიან, ის, რეალურად, გაშიფრეს 20 დღით ადრე. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.