ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
ჩვენი პროგრამების შედეგად, 72 წლიდან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, წლიდან წლამდე იზრდება პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში და ეს ყველაფერი არის სოციალური ზრუნვის პაკეტის გაფართოების, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების შედეგი.
„ჩვენი პროგრამების შედეგად, 72 წლიდან 75 წლამდე გაიზრდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში და ეს აისახა სხვა კონკრეტულ მაჩვენებლებზეც. მაგალითად, ვსაუბრობდით, რომ წლიდან წლამდე იზრდება პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სოციალური ზრუნვის პაკეტის გაფართოების შედეგი, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების შედეგი, ამიტომ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ მომავალშიც სერიოზული ზრუნვა უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებით.
რამდენჯერმეა გაზრდილი სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, პირველ რიგში, ფინანსური კუთხით. ზრუნვა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება.
მთელი სოციალური ბიუჯეტი 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში იყო 2 მლრდ ლარზე ნაკლები და 8 მლრდ-ს აღწევს წელს, დაახლოებით, ეს ბიუჯეტი, ანუ გვაქვს დაახლოებით ოთხმაგი ზრდა სოციალური ბიუჯეტის კუთხით.
რაც შეეხება სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებას, აქ ბიუჯეტი იყო 1.7 მლრდ და 6 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, ზრდა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, დაფინანსება იყო 276 მლნ ლარი და უკვე გაზრდილია 1 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, აქაც მომავალშიც გაგრძელდება ზრდა. გაზრდილია შშმ პირთა სოციალური პაკეტი და მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა პაკეტის გაფართოებაზე.
35 000 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი ახალი საცხოვრებლით, გასული წლების განმავლობაში, 2012 წლის შემდეგ. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, დამატებით 6 000 დევნილი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ახალი, ღირსეული საცხოვრისით,“- განაცხადა პრემიერმა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.