1744748868
„20 ივნისზე დამნაშავეა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, გიორგი გახარია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“ - ირაკლი კუპრაძე

„20 ივნისზე დამნაშავეა "ქართული ოცნება", დამნაშავეა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, გიორგი გახარია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რაც არ უნდა ცინიკურად ილაპარაკოს, რომ თურმე, ის პასუხისმგებელია ზოგადად. პასუხისმგებლობის აღება მაშინ, როდესაც საქმე ეხება დანაშაულს, არ არის კარგი ამბავი, ამით ვერავის ვერ მოხიბლავს გიორგი გახარია," - ეს განცხადება „ღამის კურიერის" ეთერში „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხოლოდ ფარსია და პროპაგანდისტულ მიზნებს ისახავს.
„მე ვნახე იქ რაღაც კეკლუცი წულუკიანსა და გახარიას შორის, რომელიც საერთოდ არ იწვევს სიმპათიას, - ერთმანეთს ეკეკლუცებიან, თან ვითომ ექიშპებიან... ეს ყველაფერი, ჩემთვის მხოლოდ შოუა რამდენიმე კრიტერიუმის გამო. პირველი: უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არის ფარსი და სამართლებრივ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ უნდოდათ სამართლებრივი პროცესის წარმოება, არსებობს სასამართლო და პროკურატურა. გამოეძიებინათ ყველა საქმე, რომელიც განიხილეს; მეორე: მათ ეს ყველაფერი სჭირდებათ პროპაგანდისთვის და უკვე მეორეჯერ, ასე ახანგრძლივებენ კომისიის მუშაობას. ამ დროს, 6%-ით გაიზარდა ბავშვთა შორის შიმშილიანობა. დღეს 400 000 ბავშვი ითხოვს საკვებს. ამ პირობებში, მას სჭირდება, რომ გახარიას განვიხილავდეთ დღეს მე და თქვენ," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.