"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობის დახმარება, მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობის დახმარება, მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საუბრობს.

დავით მათიკაშვილი ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, სადაც წერია, რომ გაერთიანების შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომი არ ყოფილა - ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა.

"ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი არის მშვიდობა, მშვიდობის გზა და იქ ომი არ მომხდარა ამდენი ხნის განმავლობაში. ამავდროულად, არ მომხდარა საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკურად აქტიური მოვლენა, სადაც ევროფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული რადიკალები არ ჩადიოდნენ კანონდარღვევებს, არ ახდენდნენ მოვლენების რადიკალიზაციას, არ ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს. ამ ყველაფრის ფონზე, ევრობიუროკრატია, იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდა ასეთ სამწუხარო და დანაშაულებრივ მოვლენებს, პირიქით, ხდებოდა გაიდიალიზება მოლოტოვის კოქტეილის სროლის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობის დახმარება, მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით. ამ განცხადებებთან ერთად, ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურონ სურვილი იმისა, რომ საქართველომ იაროს მშვიდობის გზით," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს.