მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ვფიქრობთ, 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შესაბამისად, ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება აშშ-ში, ასევე ამაზე მეტყველებს“, – აღნიშნა პრემიერმა.