ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - ახალი დეტალები კასარია აბრამიძის საქმეში
1739268039
პრემიერის მორიგი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - 11-13 თებერვალს დუბაი მსოფლიო მთავრობათა სამიტს მასპინძლობს, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა.
80 საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები. სამიტის მთავარი თემა მომავლის მთავრობების ჩამოყალიბებაა. ახალ რეალობასა და მსოფლიო გამოწვევებშისამიტმა უნდა იმსჯელოს იმ ეკონომიკურ ალიანსებზეც, რომლებზეც გლობალური ცვლილებები მოახდენს გავლენას. მსოფლიო მთავრობათა სამიტის 6 ათას სტუმარს შორის, გლობალური ეკონომიკითადა მომავლის ქალაქების მშენებლობით დაინტერესებული არა ერთი ბიზნეს ჯგუფია, რომლებიც მთელ მსოფლიოში ეძებენ ახალ საინვესტიციო ბაზრებს. ირაკლი კობახიძეს ბიზნეს წრეების გარდა შეხვედრები მთავრობების წარმომადგენლებთანაც ექნება.
"წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, თებერვალში იმართება და ამ დროს იმ წლის ზოგადი ტენდენციები ფაქტობრივად ისაზღვრება ხოლმე მსოფლიოს წამყვანი ლიდერების მხრიდან, როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში, ეკონომიკაში, ტექნოლოგიებში და ინოვაციებში. ამიტომ, ყოველთვის საინტერესოა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი.