ავარიის შედეგად დაშავებული 27 წლის პოლიციელი კლინიკაში გარდაიცვალა
1772305325
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ მოსკოვი დათანხმდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიებს. ბუდანოვის თქმით, მოლაპარაკებების სამხედრო ქვეჯგუფში პროგრესი შეინიშნება.
როგორც ბუდანოვმა განაცხადა, რუსეთი ხვდება, რომ შესაძლოა, იძულებული გახდეს, ასეთი გარანტიები მიიღოს.
„ბოლო მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი მიიღებდნენ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს“, - განაცხადა ბუდანოვმა.