„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ხელი მოვაწერე ბრძანებას ოლგა სტეფანიშინას დანიშვნის შესახებ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ამ სტატუსით ოლგა სტეფანიშინა იმუშავებს აშშ-თან ურთიერთობაში ტემპის შენარჩუნების მიზნით, სანამ ამერიკული მხარე მის კანდიდატურას უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცებს.
„მადლიერი ვარ ოლგას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობისთვის. ეს იყო წარმატებული მუშაობა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ უკრაინის მთავრობას ტოვებს. ოლგა სტეფანიშინა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.